დავით უსუფაშვილი: არ არის გამორიცხული, „რესპუბლიკელებმა“ ვარშავის სამიტის შემდეგ დავტოვოთ თანამდებობები
05-07-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილურად, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება არც პარტიის წევრებს და არც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები არ დატოვებენ თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო ან ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის გამო.

 

 

„ისინი თანამდებობებს დატოვებენ მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ ჩათვლის ამას საჭიროდ პოლიტიკურად ან პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე. დღევანდელი მდგომარეობით ჯერ არც „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც კვირიკაშვილს. ამასთან, არჩევნები ახლოვდება და მის მოახლოებასთან ერთად ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილურად დატოვება თანამდებობების. ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ სანამ საჭიროა და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა  უსუფაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი