დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი ავსტრიელ დეპუტატს დაუჭირა
05-07-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი ავსტრიელ დეპუტატს დაუჭირა.

დავით უსუფაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

 

 

დავით უსუფაშვილის თქმით, ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის პროცესში ეუთო-ს პრინციპებითა და პრიორიტეტებით ხელმძღვანელობაა საჭირო.

 

 

„ბუნებრივია, აქ შიდა ნაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო მაშინ გახდება პატივცემული მოთამაშე და მონაწილე, როდესაც ჩვენ ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე, ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია დამკვიდრებული წესებისა და პრინციპების მიხედვით მოქმედება და მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეა თბილისში იმართება, აქ ეუთოს პრაქტიკა მოქმედებს.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მას ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდა ლიბერალ-დემოკრატიულ ჯგუფთან.

 

 

„ვმონაწილეობდი ლიბერალ დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი წლის განმავლობაში უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ასამბლეის ავსტრიელი ვიცე პრეზიდენტი და ეს იქნება კარგი ეუთო-სთვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვის. ამასთანავე, მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად, ბატონი გიგი წერეთელი, ამის გამო, იმედი მაქვს, რომ მისი შიდა პოლიტიკკური მოწინააღმდეგები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით თავისი განწყობის გამოხატვას, რომელიც დააზარალებს საქართველოს, რომელიც არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთო-სთან და იმედია, არ იქნება ისეთი კომენტარები, რომელიც მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმე არასწორ ქმედებებში. ამიტომ, მე ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს, თუ გაიმარჯვებს ვინმე სხვა კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ეუთო-სთან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი, ცივილური ფორმით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი