რამზან კადიროვი: აჰმედ ჩატაევი რუსეთიდან რიგით კრიმინალად წავიდა, ავსტრიაში, საქართველოსა და თურქეთში კი ტერორისტად აქციეს
05-07-2016, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჰმედ ჩატაევი რუსეთიდან რიგით კრიმინალად წავიდა, ავსტრიაში, საქართველოსა და თურქეთში კი ტერორისტად აქციეს, თუ მისი სტამბულის ტერაქტთან კავშირი დადასტურდა, მაშინ პასუხისმგებლობა ამისთვის დასავლეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებს უნდა დაეკისროს, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი „ინსტაგრამში“.

 

 

„ვინ არის ჩატაევი? ის ავსტრიის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტიც აქვს, პირადად იცნობს სააკაშვილს. 13 წლის განმავლობაში ჩატაევთან ურთიერთობა ბელგიის, შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოს, თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ. ყველგან მწვანე შუქს უნთებდნენ. რუსეთიდან ის რიგით კრიმინალად წავიდა, ავსტრიაში, საქართველოსა და თურქეთში კი ტერორისტად აქციეს. ჩატაევი ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული, თუმცა ავსტრიისთვის ის მაინც პოლიტიკური ლტოლვილია. 2011 წელს ჩატაევმა ავსტრიაში დავერბოვკებული ბოევიკების საქართველოდან ჩეჩნეთში გადასროლა სცადა. ჩატაევი დააკავეს, თუმცა გაათავისუფლეს ქართველი მაღალჩინოსნების ბრძანებით. 2013 წლიდან ის თურქეთსა და სირიაშია. გამორიცხულია, თურქულ სპეცსამსახურებს არ სცოდნოდათ, რითია დაკავებული. რუსეთისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში დასავლურმა, ქართულმა და სხვა სპეცსამსახურებმა ჩატაევი აღზარდეს", - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

 

 

სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება აჰმედ ჩატაევის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

 

 

ტერაქტის შემდეგ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია.

 

 

უწყების ცნობით, სტამბოლში ყირგიზეთის გენერალურმა საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორ თავდამსხმელს ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პასპორტები რაქიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე.

 

 

მანამდე კი BBC თურქულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სამი მამაკაცი, რომელმაც სამშაბათ საღამოს სტამბულის ათათურქის აეროპორტში საზარელი თავდასხმა განახორციელა, ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილებიდან იყო.

 

 

ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან, სხვები კი უზბეკისტანიდან და ყირგიზეთიდან იყვნენ. თურქეთი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა თვითმკვლელების მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის უკან, რომელმაც 44 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

რაც შეეხება აჰმედ ჩატაევს, ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

 

 

სირიაში გამგზავრებამდე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილემ, აბუფეტ მუჰადინოვმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, რუსულ მხარეს თურქი კოლეგებისთვის მიწოდებული აქვთ ინფორმაცია, რომ აჰმედ ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.

 

 

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის ძმა, 1991 წელს დაბადებული მანსურ ჩატაევი ჩეჩნური იატაკქვეშეთის წევრი იყო, 2008 წლიდან ის ძებნაშია გამოცხადებული და რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

 

 

ჩატაევი საქართველოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში რამდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, თუმცა 2012 წელს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი