ნატო-ს ვარშავის სამიტი ფოკუსირებული უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში თავდაცვაზე, შეკავების პოლიტიკაზე და დიალოგზე.
ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში, რომელშიც საუბარია რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე.
ანგარიშში საქართველოს და უკრაინის შესახებაც არის საუბარი.
„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობამ ძირი გამოუთხარა ცივი ომის შემდგომ ვარაუდს სტაბილური ევროპის შესახებ, რომელშიც ნატოს მიმართ სამხედრო საფრთხე არის დაბალი.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა აღადგინოს თავისი თავდაცვა, განიხილოს შეკავების პოლიტიკა და განაახლოს დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან.
რუსეთი გახდა მზარდად აქტიური არა მხოლოდ ტრადიციული ომის წარმოების მხრივ, არამედ არატრადიციული ხშირად სადავო მეთოდების თვალსაზრისითაც, რომელიც ხშირად ჩამოდის იმ დონეზე დაბლა, რაც ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედებისკენ უბიძგებს.
მეხუთე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს იმას, რომ თუკი ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა იქნება, ეს მის სხვა დანარჩენ წევრებზე თავდასხმასაც ნიშნავს“,-ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ რუსეთის კიბერშეტევები ევროპის გარშემო და ტერიტორიული დაპყრობები საქართველოსა და უკრაინაში, შესაძლოა, იყოს არა იზოლირებული ქმედებები, არამედ იმ ამბიციის გამომხატველი სიმპტომები, რომ აღდგეს მოსკოვის გლობალური გავლენა. რადგანაც რუსეთი მსოფლიო მოთამაშეა, რჩება თანამშრომლობის შესაძლებლობები, თუკი მას ხელს ჩავჭიდებთ.
მიუხედავად ამისა კომიტეტი ასკვნის, რომ დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს რუსეთის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და აღადგინოს და შეინარჩუნოს ექსპერტიზის მაღალი დონე უახლოეს მომავალში.
„დღევანდელი მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე სამხედრო ატაშეების ოფისი მოსკოვში უნდა იყოს სათანადოდ თანამშრომლებით უზრუნველყოფილი წლის ბოლომდე“,-ნათქვამია ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.