პროკურატურა: მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე და ასევე განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი
05-07-2016, 06:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე და ასევე განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი.

 

 


განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

 

”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ. ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და ასევე განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

 

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, რადგან საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიაში არ არსებობს ასე მოკლე დროში ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლითაც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ.

 

 

2016 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაიმართება მაგდა პაპიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სადაც სასამართლოს წარუდგენენ სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების რეკომენდაციას. ბრალდების მხარემ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, გამოხატა თანხმობა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე, თუმცა დაცვის მხარემ აღნიშნულზე კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე და სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომელიც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი