პროექტ „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა
05-07-2016, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის კულტურის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტ „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა. ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


პროექტის მიზანია ტოლერანტული ქალაქის ახალი თაობა მუდმივად გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როცა არსებობს თანამედროვე დროის ახალი გამოწვევები, როგორც გამოხატვის, ასევე რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, რათა გაძლიერდეს ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთობები.

 

 

ანალიტიკური თემების სერთიფიცირებულ კონკურსში 21 მოსწავლის ნაშრომი იქნა წარდგენილი, რომელიც სპეციალური კომისიის მიერ შეფასდა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა საპრიზო ადგილზე გასული ავტორები.

 

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი საჩუქრები, ხოლო პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები დაურუგდათ, ასევე პროექტის მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ პროექტის ფარგლებში განკუთვნილი ლიტერატურა ადამიანის უფლებების საკითხებზე. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის წარმატებული და გამარჯვებული თემების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი