”თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები სასტუმრო ”რუმსში” გამართულ ღონისძიებაზე პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაასახელა.
თბილისში ”თავისუფალი დემოკარტების” კანიდატები იქნებიან:
ნომერ 1. - მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი - ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძე.
2. ვაკის მაჟორიტარული ოლქი - დეპუტატი ვიქტორ დოლიძე,
3. ვაკის მაჟორიტარული ოლქი - საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გიორგი ნუცუბიძე,
4. საბურათლოს მაჟორიტარული ოლქი - ყოფილი სახელმიწფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი,
5. საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი - დეპუტატი დავით ონოფრიშვილი,
6. საბურათალოს მაჟორიტარული ოლქი - დეპუტატი შალვა შავგულიძე,
7. კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - ბიზნესმენი დიმიტრი კორთხონჯია,
8. ისნის მაჟორიტარული ოლქი - არქტიტექტორი თენგიზ ხეჩიკაშვილი,
10. ისნის მაჟორიტარული ოლქი - ფინანსისტი გიორგი გოგილაშვილი,
11. სამგორის მაჟორიტარული ოლქი - იურისტი ნანა თოდუა,
12. სამგორის მაჟორიტარული ოლქი - ”მენაშენეთა ასოციაციის” დამფუძნებელი ბესიკ ბერიძე,
14. ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი - ეკონომისტი და იურისტი დავით ამაშუკელი,
15. დიდუბის მაჟორიტარული ოლქი - დეპუტატი ზურაბ აბაშიძე,
16. დიდუბის მაჟორიტარული ოლქი - ადვოკატი ლევან სამუშია,
17. ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - ყოფილი ფეხბურთელი ლევან მელიქია,
18. ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - ექიმი ზეზვა ნაცვლიშვილი,
19. ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - იურისტი რამაზ გრიგალაშვილი,
21. გლდანის მაჟორიტარული ოლქი - ადვოკატი ამირან გიგუაშვილი,
22. გლდანის მაჟორიტარული ოლქი- სამართალდამცველი ვახტანგ მაჭავარიანი.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმ ოლქებში, სადაც პარტიას მაჟორიტარობის დეპუტატი დღეს არ წარუდგენია, მათი წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.
გარდა ამისა, დღესვე გაიმართა პარტიის საარჩევნო გზავნილის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია. პარტიის მთავარი გზავნილია ”უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.