არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციასა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
05-07-2016, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციასა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

 


მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა მოაწერეს.

 


დოკუმენტის თანახმად, „პოზიცია“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სოციალურ აქტივობებს. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტებს აქტიურად ჩართავს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, რითაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

 

 

გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს სტაჟირების გავლა შეეძლებათ საინფორმაციო სააგენტო TVfree.ge-ში. აღნიშნული სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ მიერ არის დაფუძნებული და თავის ვებ-გვერდზე მუდმივი განახლების რეჟიმში აქვეყნებს საინტერესო ინფორმაციებს მსოფლიო სპორტის, ჯანმრთელობის, შოუბიზნესის, ავტო სიახლეების, კულინარიისა და სხვა მიმართულებით.

 

 

სწორედ TVfree.ge-ზე განთავსდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სიახლეები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი