ალექსეი პუშკოვი: კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის აგრესიულ, ანტირუსულ ევროპაზე გამარჯვება
05-07-2016, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრიელი დეპუტატის, კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის აგრესიულ, ანტირუსულ ევროპაზე გამარჯვება, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა და მიესალმა ფაქტს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს ნეიტრალური, ნატო-ში არშემავალი ქვეყნის წარმომადგენელი.

 

 

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც რუსეთთან დიალოგის საჭიროება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

 


„ავსტრიელ სოციალისტ მუტონენის მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატზე, გიგი წერეთელზე გამარჯვება - ევროპის ზომიერი ნაწილის, აგრესიულ, ანტირუსულ ნაწილზე გამარჯვებაა. ეს ასევე გამარჯვებაა რუსეთის იზოლაციის კურსზე, რომლის გატარებასაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და სხვა ფორმატებში ამერიკული და კანადური დელეგაციები ცდილობენ“, - განაცხადა პუშკოვმა.

 


მისი მოსაზრებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩატარებული კენჭისყრა მიუთითებს, რომ ევროპაში რუსეთის საკითხზე განხეთქილება არსებობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი