საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმ თანამემამულეებს რამაზანის დასრულებას ულოცავს.
„მთელი გულით ვულოცავ ჩემს მუსლიმან თანამემამულეებს რამაზანის დასრულებას. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსლიმანისთვის. საქართველოში ყოველთვის საამაყო და სამაგალითო იყო ჩვენი ერთობა და ძმობა, ერთმანეთისადმი სიყვარული. სასიხარულოა, რომ ეს დამოკიდებულება სულ უფრო ღრმავდება, მომავალ თაობებს გადაეცემა და მტკიცე ხდება. კიდევ ერთხელ, ჩვენს მუსლიმან თანამემამულეებს მთელი გულით ვუსურვებ სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას, თითოეულ ოჯახს მშვიდობიანი მომავალი, წინსვლა და წარმატებები არ მოჰკლებოდეს“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.