ლევან ცაბაძე: მესხური ვაზის წყალობით, ღვინის მსოფლიო რუკას სამცხე-ჯავახეთის სახით თავისი ისტორიული მხარე დაუბრუნდა
05-07-2016, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მესხური ვაზის წყალობით, ღვინის მსოფლიო რუკას სამცხე-ჯავახეთის სახით თავისი ისტორიული მხარე დაუბრუნდა“, - ასე აფასებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლევან ცაბაძე guardian.ge-სთან საუბრისას "ხიზაბავრის მესხური ტერასების" აღდგენილ ტერიტორიაზე უძველესი ჯიშის ვაზის გაშენებას.

 


მესხურ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის სულ 12 000 მესხური ვაზი დაირგო. ლევან ცაბაძის შეფასებით, ინვესტიცია მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს რეგიონს და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს.

 

 

მისივე თქმით, რაც ყველაზე მთაავარია „მესხური ვაზი და ღვინო არ დაიკარგება“.

 

 

„მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება. დავიწყოთ იმით, რომ ადგილობრივებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - დაახლოებით, 30 ადამიანი უკვე დასაქმებულია ამ ტერასებზე. სამუშაოები, რომელიც აქ ჩატარდა იყო აღდგენითი ხასიათის, შემდეგ ვაზი დაირგო, ახალი ეტაპი მოვლა-პატრონობა იქნება, ამის შემდეგ იქნება მარანის მოწყობა, მოსავლის აღება, ღვინის გაკეთება და ა.შ. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. თუმცა, ამის გარდა, მესხური ვაზის აღორძინებას, მოგეხსენებთ, სხვა დატვირთვაც აქვს.

 

 

 (ამ ფოტოზე: ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლევან ცაბაძე)

 

"არ იქნება ახალი თუ ვიტყვი, რომ საქართველო არის ღვინის ქვეყანა და მათ შორის, სამცხე-ჯავახეთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია ღვინის კულტურის შექმნასა და წარმოებაში. გულდასაწყვეტი იყო, რომ მესხური ვაზის მოვლა-პატრონობისთვის ხალხს თავი ჰქონდა მინებებული, დატერასებული მესხური ვაზი ახალი შანსია, წინ წამოვწიოთ ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობა.

 

 

"ვაზი დარგვიდან მესამე წელს იძლევა მოსავალს, თავიდან შედარებით მცირეს, ანუ დაახლოებით ორ წელში ჩვენ პირველი მოსავალი გვექნება და ღვინოს ბოთლებში ჩამოვასხმათ.

 

 

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ნათენაძე, ადამიანი რომელიც აკეთებს ამ ყველაფერს, მესხური ღვინის პირველმწარმოებელია. ის სამცხე-ჯავახეთის მიყრუებულ და მიტოვებულ ხევებში იძიებდა მესხური ვაზის დაკარგულ ჯიშებს, მოჰყავდა მოსავალი და 500-600 ბოთლ ღვინოს იღებდა ყოველ წელს. მესხური ტერასები კი შანსია ადგილობრივებისთვისაც, ქვეყნისთვისაც და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ არ დავკარგავთ უნიკალურ მესხურ ღვინოს“- განაცხადა guardian.ge-სთან საუბრისას ლევან ცაბაძემ.

 

 

სამცხე-ჯავახეთში, წელს უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი დაიწყო. ინვესტიციას, რომლის საერთო მოცულობა ჯამში ნახევარი მილიონი ლარია, გიორგი ნათენაძე თავის პარტნიორებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ახორციელებს.

 

 

კომენტარები: 1
#1   ირმა
      
ძალიან მიხარია ეს ამბავი ბოლოს და ბოლოს ღვინის უძველესი მხარეა მესხეთი და ღვინის კულტურა კვლავ გაიღვიძებს. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს სოფელ აწყურში ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აკურთხა ვაზის მესხური ჯიშები, რომლებიც შემდგომ სხვა და სხვა სოფლებში დაირგო და ღვთის წყალობით დარწმუნებული ვარ მალე წინ დაგვხვდება ეს ლოცვა კურთხევა....შესანიშნავი მიზანი აქვს ასპინძას და წარმატებებს ვუსურვებ!
6 ივლისი 2016 07:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი