ნინოწმინდის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს
06-07-2016, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის" შესახებ იმსჯელეს.

 


შეხვედრაზე სტატუსის არმქონე პენსიონერების ბაზაში შეტანისთვის მოთხოვნილი საბუთების დროულად წარმოდგენის ხელშეწყობისთვის გამგებელმა სპეციალური დავალება მისცა მის წარმომადგენლებს ტერიტორიულ ერთეულებში, რათა პენსიონერებისაგან მოთხოვნილი დამატებითი საბუთების საფუძველზე მათ დროულად მიენიჭოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

 


აღნიშნული საკითხების მოგვარება და ბაზაში პენსიონერების დროული დარეგისტრირება თითოეულ ასაკით პენსიონერს საშუალებას მისცემს მიმდინარე წლის 1–ლი სექტემბრიდან პენსიის სახით, გაზრდილი ოდენობის თანხა, 216 ლარი მიიღოს.

 

 

1–ლი ივლისიდან ძალაში შევიდა საპენსიო ცვლილებები. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პენსიების ზრდის პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით, 1–ლი ივლისიდან ასაკით პენსიონერების პენსია 180 ლარი ხდება, მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერების პენსია კი 1–ლი სექტემბრიდან 216 ლარი გახდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი