ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, ლეონიდ ძაპშბას დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე,უფლებამოსილება შეუჩერდა.
ე.წ. შს მინისტრი თანამდებობიდან ჩამოცილებულია დროებით, დე ფაქტო პროკურატურის მიერ მოკვლევის დასრულებამდე.
გუშინ ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას მოითოვდნენ, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და შტურმის განხორციელებას შეეცადნენ.
ოპოზიცია დე ფაქტო შს სამინისტროს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშნვის საკითზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.