გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს გაგიკ ბეგლარიანს შეხვდა
06-07-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ გაგიკ ბეგლარიანს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვას და მაგისტრალებს, რომელთა განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის დასახელდა E-60 ტრანზიტული დერეფანი, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებები.

 


აღინიშნა, რომ სომხეთიდან, საქართველოს გავლით, ტვირთების გადასაზიდად, ოპტიმალურია რუსთავი-სადახლოს და თბილისი-გეგუთის მიმართულებები.

 


შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულების განვითარების პერსპექტივაზე.

 


შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე დაესწრნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი