რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები განაგრძოს. ხაჯიმბამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრს, ლეონიდ ძაპშბას ოპოზიციის მოთხოვნით უფლებამოსილება შეუჩერდა.
"ოპოზიციას აქვს სხვა მოთხოვნებიც. მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუ საჭირო გახდება, ჩვენ შევკრებთ ხალხს და ვითარებას განვიხილავთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ. რაც შემეხება მე, მე აქ ვარ მანამ ვიდრე კონსტიტუციის მიხედვით ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2019 წელს არ ამოიწურება“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
გუშინ ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას მოითოვდნენ, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და შტურმი სცადეს. რუსული მედიის ცნობით, დაშავდა 17 ადამიანი.
ოპოზიცია დე ფაქტო შს სამინისტროს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.