ჯონ ქერის ვიზიტი ჩვენი აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა, -აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
"დემოკრატიული რეფორმები, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით - ეს არის საკითხები, რომლებსაც დღეს სხვადასხვა ფორმატში განვიხილავთ, განსაკუთრებით სტრატეგიული ქარტიის პლენარული სესიის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის თანათავმჯდომარეობით გაიმართება. ამ შეხვედრაზე მოგვეცემა საშუალება, ყველა ამ მიმართულებაზე ვისაუბროთ. ჩვენ დღეს ველოდებით, რომ ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან შინაარსობრივი განხილვები“, - განაცხდა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.