"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამბროლაურში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
პარტიის წარმომადგენლების, ლევან თარხნიშვილისა და ოთარ სირაძის განცხადებით, დარღვევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშითაც დასტურდება.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მრავალჯერ გაასაჯაროვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ოლიგარქიულ-კორუფციული მმართველობის სქემა. სქემა არსებობს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე. დღეს ჩვენ გვინდა მივუბრუნდეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაგალითს, რომელიც უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით არის დადასტურებული. პოსტზე არჩევის შემდეგ საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და მოსახლოების პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩინოსნებმა თავისი და თავის ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვას მოჰკიდეს ხელი. ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში გამგებლის „საქმიანობის“ შედეგებია:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფციული გარიგების ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად 2014-15 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 134 ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით თითქმის ორი მილიონ ლარზე. შედეგად, სერვისი შესყიდული იქნა ელექტორონული ვაჭრობის გარეშე ანუ უფრო მაღალ ფასად ვიდრე მოხდებოდა სრულყოფილი ტენდერის ჩატარებისას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებები ფორმდებობდა კომპანიებთან, რომლებსაც მსგავსი საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა, უფრო მეტიც მონაწილეობაც კი არ აქვს მიღებული არც ერთ სახელმწიფო ტენდერში (მაგალითად 2014 წლის 16 ოქტომბერს გააფორმდა ხელშეკრულება (N15)შ.პ.ს ,,მშენებელი2006“-თან);
2. მოსახლეობის პრობლემების უგულველყოფა. იგივე ანგარიშის თანახმად 23 შემთხვევაში სამუშაო არ შესრულებულა და გამგეობა იძულებული იყო დაეწესებინა პირსაგამტეხლო. თუმცა, 20 შემთხვევაში გამგეობამ ან არ საერთოდ არ დააკისრა კომპანიას თანხის გადახდა ან გაურკვეველი ვადით გადაუვადა. შედეგად მოსახლეობა დარჩა გზის, წყლის მომარაგების, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გარეშე, ხოლო ბიუჯეტმა ხელმეორედ იზარალა 200 000-ზე მეტი ლარით.
3. ნეპოტიზმი და ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მესვეურებმა დაარღვიეს თვითმმართველობის კოდექსით დაწესებული შტატგარეშე მოსამსახურეების ზღვრული ოდენობა და 4-ჯერ გაზარდა არსებული შტატები, რითიც ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა ახლობლები, ნათესავები და ქართული ოცნების აქტივისტები.
4. თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ კანონმდებლობის დარღვევით იქირავეს თავისივე მანქანები, რითიც კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს ბიუჯეტს“, - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.