მუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეუძლია ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართოს. უფლებები, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს კანონმდებლობით გააჩნიათ, პაპიძეს დღევანდელ პროცესზე თავად მოსამართლემ განუმარტა.
მოსამართლემ პაპიძეს აუხსნა ისიც, რომ პატიმრობის 20 წლის მოხდის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვის გარდა, მას შეუძლია შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართოს.
თავად მსჯავრდებულს მის განაჩენთან დაკავშირებით დარბაზში კომენტარი აღარ გაუკეთებია. სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს პაპიძის დედამთილმა და დედამაც.
მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის მიერ, ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, სხდომათა დარბაზში შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.