თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მუშაობს მერია სხვადასხვა უბანში, მაინც ბევრია ისეთი ადგილი, სადაც პერიოდულად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ზიანდება და მწყობრიდან გამოდის.
დედაქალაქის მერმა, დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქალაქში სერვისების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა და მათ სხვადახვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებისკენ მოუწოდა.
„ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენ ქვემდებარე ინფრასტრუქტურას, არამედ სხვა ობიექტებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში კერძო ოპერატორების მართვის ქვეშ არის. მიუხედავად ამისა, მონიტორინგი ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში მივცეთ მითითებები როგორც თბილისის მერიის ქვემდებარე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ესა თუ ის სერვისი აქვს დელეგირებული და ამ სერვისის მოწოდებას ახდენენ. დაზიანების შემთხვევაში დროულად და ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება. ამიტომ ყველას მკაცრად მოთხოვეთ პასუხი, თორემ მოგეთხოვებათ უშუალოდ ჩემგან და სფეროს კურატორი მოადგილეებისგან, რომ ყველაფერი დროულად იყოს მოწესრიგებული და ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მეტად კეთილმოწყობილი, უფრო მეტად ლამაზი და მიმზიდველი“, - მიმართვა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის წევრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.