„ჩემდა სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში ბარიერს ნამდვილად გადალახავს, თუმცა მათი წარმატება მნიშვნელოვანი არ იქნება და აღნიშნული პარტია პარლამენტში 15-20 მანდატს მოიპოვებს“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში გადაჯგუფება მიმდინარეობს და ის იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო ძლიერი ოპოზიციური სპექტრი იარსებებს საქართველოში, ვიდრე აქამდე იყო.
„თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მეორე ადგილზე ვეღარ გავიდნენ. მიდის გადაჯგუფება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში. იქმნება გარკვეული კოალიციები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ ბევრად უფრო ძლიერ ოპოზიციურ სპექტრს, ვიდრე აქამდე გვქონდა.
ბარიერს მნიშვნელოვნად გადალახავს „პატრიოტთა ალიანსი“. შანსი აქვს ნინო ბურჯანაძესაც და ბარიერის მიდამოებთან ახლოს არის ირაკლი ალასანიას პარტია. ძნელია პროგნოზირება პაატა ბურჭულაძის რეიტინგისა და შესაძლებლობების, „გირჩის” და გიორგი ვაშაძის პარტიის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა კი გამორიცხულია“,-განაცხადა ჟვანიამ.
ამასთან, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა თავად „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.