„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში პენსიებთან მიმართებაში დაპირებების სახით „კონკრეტული რიცხვები“ ჩაიდება.
მისი თქმითვე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში დაპირებები ყველა მიმართულებით იქნება.
„ჩვენს პროგრამაში ჩაიდება დაპირება ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური მიმართულებით, რომელშიც გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. განვაგრძობთ ძალისხმევას განსაკუთრებით პენსიების მიმართულებით. მოსახლეობას ესაჭიროება სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, მათ შორის სათანადო საპენსიო უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გაკეთდება ყველაფერი, რაც ხელისუფლებას ხელეწიფება“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.