ირაკლი კობახიძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ღირსეული ადამიანი დაიკავებს
06-07-2016, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას უახლოეს დღეებში ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს“, - განაცხადა  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა  არ დაუკონკრეტებია, ვისი კანდიდატურა განიხილება ამ თანამდებობაზე.

 

 

„ჩვენ გვაქვს სრული რესურსი, რომ უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარე. უახლოეს დღეებში წარიმართება ეს პროცესი და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების თაობაზე და ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ახალ კანდიდატურაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების და ორგანოების კომპეტენცია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

რაც შეეხება ყოფილ თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, მისი თქმით, ის დარჩება „ქართული ოცნების“ გუნდში და დღევანდელი თანამდებობის ადეკვატურ პოზიციას დაიკავებს.

 

 

„ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები იმართებოდა და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული.

 

 

რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება. ის რჩება ჩვენს გუნდში, ის დაიკავებს დღევანდელი თამანდებობის ადეკვატურ პოზიციას და ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი არჩილ ხაბაძემ დღეს დატოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი