მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს
06-07-2016, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

 

 

სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ ქერი თავმჯდომარეობენ.

 

 

სხდომის დაწყებამდე ჯონ კერის მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. როგორც ჯონ ქერიმ სშეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და მისთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა. 


„მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს“, - განაცხადა მან.

 

რამდენიმეწუთიანი აუდიენციის შემდეგ მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში, სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლეს.

 

 

სხდომის დასრულების შემდეგ კი გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ ქერი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი