ქობულეთში სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
"პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები, რომელიც შემოისაზღვრა ბეტონის თვალამქცევი ბორდიულებითა და დეკორატიული მოაჯირებით.
ტროტუარებზე დეკორატიული ფილები დაიგო, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი მოეწყო.
სადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობის ფარგლებში, სკვერიც მოეწყო. სკვერი მოპირკეთდა ფილებით, დაიდგა დეკორატიული სკამები და მწვანე ზოლი გაშენდა", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.