რადიო "თავისუფლება" თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუს ნაწილის აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს
31-01-2015, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რადიო "თავისუფლება" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს , სადაც მინისტრი რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით შეჩერებაზე საუბრობს. 

 


"ახლა დროებით ვაჩერებთ ვაჭრობის საკითხზე ამ დიალოგს, მას აზრი არ აქვს, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი ჩანაწერში. 

 


30 იანვარს, თამარ ბერუჩაშვილმა, "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჟურნალისტის მიერ ადგილი ჰქონდა მისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციას და ამ საკითხს საქართველოს საელჩო და სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტთანაც გაარკვევს.

 


"ჩვენი საუბარი ამ კონკრეტულ თემაზე არ ეხებოდა სავაჭრო ურთიერთობების საკითხს. საკითხი ეხებოდა აბაშიძე-კარასინის დიალოგს და იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განხორციელებული ქმედებების ფონზე, აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში შეხვედრები ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის. ანუ, ეს დიალოგი დროებით არის შეჩერებული იმ ქმედებების გამო, რაც რუსეთმა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები ამ კონტექსტში არანაირად განხილული არ ყოფილა. სამწუხაროდ, ჟურნალისტური ინტერპრეტაცია შეეხო სავაჭრო ურთიერთობებს, ნაცვლად კარასინი-აბაშიძის დიალოგის ფარგლებში შეხვედრებისა. ეს იყო აბსოლუტურად ინტერპრეტაცია და ჟურნალისტის არასწორი ხედვა ამ მიმართულებით. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება, რადგან ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი. ბაზრის გახსნა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განხილვა აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო, რამაც მოიტანა გარკვეული პოზიტიური შედეგები. სამწუხაროდ, პოლიტიკურ განზომილებაში ეს არ აისახა. უფრო მეტიც, მივიღეთ რუსეთის მიერ სოხუმის ოკუპირებულ ტერიტორიებთან "ინტეგრაციის და პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება, რომელიც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 


"რადიო თავისუფლების" 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგოზირებადი" უწოდა. 

 


"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი