"ქართული ოცნების" სიაზე დიდი ბრძოლა მიდის და გამომდინარე იქედან, რომ ძალის ცენტრი არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არც კვირიკაშვილი და არც კალაძე ამ მხრივ, არაფერს არ წარმოადგენენ – გია ხუხაშვილი
06-07-2016, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დიდი ხანია უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ. რიტორიკული დაპირისპირების უკან რეალურად ჩანს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მეთოდებს აქ არავინ დაგიდევს", - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა guardian.ge–სთან საუბრისას იმ შეკითხვის სანაცვლოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნება“ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამარჯვებული დეპუტატების წარდგენას გეგმავს.

 

 

თუ რამდენად მომგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამარჯვებული დეპუტატების წარდგენა, ხუხაშვილი პასუხობს:

 

 

"რაც შეეხება მომგებიანი, წამგებიანი, ისინი არ უყურებენ ამას ფასეულობით ჭრილში, ისინი უყურებენ ძალაუფლების ჭრილში და თვლიან, რომ ამ ადამიანებს აქვთ მეტი შანსი და მეტი რესურსი, თუნდაც ფინანსური, იმისათვის, რომ მიიღონ შედეგი. შედეგი კი არის უბრალოდ სკამის მოპოვება, ანუ ამ ჭრილში უყურებენ ყველაფერს, შესაბამისად, გასაგებია ეს თამაში.

 

 

მეორე საკითხი არის ის, რომ ეს ქმნის გარკვეულ რისკებს. ძველი კანდიდატების წარდგენა შესაძლოა გახდეს წაგების მიზეზი. ასეთი პრეცედენტი ჩვენ ვნახეთ კორცხელში, როდესაც ძველი „ნაციონალი“ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“ და ებრძოდა ახალ „ნაცს“ და მან წააგო არჩევნები, ასე რომ, ეს – გარკვეულწილად ხალხთან ასეთი ცინიკური მოქცევა და თამაში – შესაძლოა, ფატალურად დამთავრდეს ხშირ შემთხვევაში", – აღნიშნა ხუხაშვილმა.

 

 

შეკითხვაზე – ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ პარლამენტში ისურვებდა ახალი სახეების შეყვანას „ქართული ოცნებიდან“, დღევანდელი ფონი კი სხვაგვარი ჩანს, ეს ხომ არ ნიშნავს რომ კვირიკაშვილი და კალაძე ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ახდენენ სიის ფორმირებას – ხუხაშვილმა თქვა, რომ იგი ამას გამორიცხავს. პოლიტოლოგი თვლის, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალური ფიგურა ივანიშვილია და საარჩევნო სიების დაკომპლექტებაში გიორგი კვირიკაშვილის და კახა კალაძის როლი მინიმალურია.

 

 

"მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოახერხოს ან პრემიერ მინისტრმა ან პარტიის გენერალურმა მდივანმა საარჩევნო სიის ფორმირება და დაკომპლექტება, რადგან ისინი რეალური ლიდერები არ არიან. სიაზე დიდი ბრძოლა მიდის და გამომდინარე იქედან, რომ ძალის ცენტრი „ქართულ ოცნებაში“ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არც კვირიკაშვილი და არც ასე რომ ვთქვათ, კალაძე ამ მხრივ, არაფერს არ წარმოადგენენ, ისინი ამ კრიზისს შიდა პარტიული სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, ვერ გაუმკლავდებიან და მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ მათ ივანიშვილის გარეშე მშვიდობიანად შეუძლიათ ამ პროცესის წარმართვა. ახალ სახეებს გვპირდებიან კი, კალაძეც გვპირდებოდა, მაგრამ თუ ამ ახალ სახეებში გულისხმობენ დუნდუას, მე ამაზე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ, იმდენად არასერიოზულია ამაზე კომენტარის გაკეთება. ასე რომ, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს პრინციპულ ცვლილებას უკეთესობისკენ იმისა, რაც დღეს ხელში უჭირავს", განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

guardian.ge–ს მორიგ შეკითხვას – "ქართული ოცნების" მხრიდან ისეთი ადამიანების არჩევა მაჟორიტარ კანდიდატებად, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, ხომ არ მიანიშნებს „ქართული ოცნების“ შიშზე, რომ სხვა შემთხვევაში მაჟორიტარული ოლქების ნაწილში არჩევნები შესაძლოა წააგონ? – ხუხაშვილმა ასე უპასუხა:

 

 

„ქართულ ოცნებას“ აქვს მაჟორიტარების იმედი, რადგან იციან, რომ პროპორციულ არჩევნებში ვერ ექნებათ მაღალი შედეგი და ამიტომ მაჟორიტარებზე აკეთებენ აქცენტს. გარდა ამისა, აქ წმინდა მერკანტილური ინტერესიც არის, რადგან როდესაც ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა რომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია თვითონ დააფინანსოს საკუთარი ჯიბიდან, ეს პარტიას გარკვეულ ეკონომიას უკეთებს. ეს არ არის ახალი თამაში, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამახასიათებელი, „ნაციონალური მოძრაობაც“ იგივეს აკეთებდა. უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებსაც არც პოლიტიკა აინტერესებთ და უბრალოდ ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ, ისინი მუდმივად გადაბარგდებიან ახალ პარტიებში იმის მიხედვით, ხელისუფლებაშია პარტია თუ არა და სურთ მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა. ასეთი მანკიერი სახე აქვს ქართულ პოლიტიკას, სამწუხაროდ, მიღებული, თუმცა ეს არ არის სიახლე, ეს ასე გრძელდება საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე. არიან ადამიანები, მუდმივი მაჟორიტარები, რომლებსაც არც იდეოლოგიური პლატფორმა აქვთ, არც ასე ვთქვათ პოლიტიკური ინტერესი და პარლამენტს უბრალოდ იყენებენ თავისი ბიზნესის დასალაგებლად, ამ ადამიანებს კი ხელისუფლება იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად", განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

როგორც guardian.ge–სთვის გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურისა და ონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის მოქმედ მაჟორიტარს, გოჩა ენუქიძეს წარადგენს. ენუქიძე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამბროლაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა წარდგენილი. მან 2012 წელს "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისი წარმდგენი პარტიის დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი გახდა.

 

 

guardian.ge–ს ინფორმაციითვე, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წარდგენა იგეგემება "ქართული ოცნების" მხრიდან ნინოწმინდისა და ახალქალაქის ერთიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

კომენტარები: 1
#1   ლევანი
      
ბატონი ბიძინა თუ გადაარჩენს ქართულ ოცნებას და საქართველოს,თორემ სხვა მხრივ ამ წესიერი კაცის მონაპოვარი განწირულია.2013 წლიდან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ვარ,მაგრამ ამ მოჯადოვებილ წრეში ვერ შევაღწიე,წესიერი კაცი მანდ არ სჭირდებათ,უფრო მეტიც დღემდე ჩემი საბუთებიც არ მოიძიბნა,მოკლედ მეცოდება ბატონი ბიძინა ამ უმადური ხალხის გარემოცვაში-გავერთიანდეთ ქართველებო და დაუდგეთ ბატონ ბიძინას გვერდძი,თორემ საქართველო დაიღუპება ამ პოლიტიკური ტაკიმასხრების ხელში
7 ივლისი 2016 13:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი