აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან გამართული შეხვედრისა და ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მედიისთვის განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა თემები განიხილეს ორმხრივი შეხვედრისას. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ–ერთი საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას შეეხებოდა.
"ვრცლად მიმოვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა აღნიშნული მიმართულებით", განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.