აშშ მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ მინისტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ქერის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია აშშ-სთვის მიღებელია.
„ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ნატო-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ბუქარესტის სამიტის ამ ვალდებულებას. საქართველოს მოსახლეობამ თვითონ აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს იმაში, რომ დაეხმაროს საქართველოს მიზნების მიღეწევაში. მოხარული ვიყავი, რომ ბატონ პრემიერთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას, შემდგომ ნაბიჯებს შეუწყობს ხელს, საქართველოს მდგრადობას შეუწყობს ხელს. ძალიან დიდი მადლობა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მდივანს, ბატონ კარტერს, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს, რომელთა ძალისხმევითაც აღნიშნული მემორანდუმი ხელმოწერილი იქნა. რუსული ოკუპაციის, მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის თვალსაზრისით, მიუღებელია და ჩვენ კვლავ და კვლავ მოვუწოდებთ, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოთხოვნები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებიდან.
სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრის ჩარჩოებში, ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი მზარდი ეკონომიკური პარტნიორობის მონაცემები, 15 მლნ დოლარის ღირებულების პროგრამის დაანონსება და 1 მლნ დოლარი დამატებით იმისთვის რომ შენარჩუნდეს შესაბამისობა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან" - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.