ჯონ ქერი: 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის
06-07-2016, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოსთვის ლაკმუსის ტესტი იქნება.

 

 

ამის შესახებ ჯონ ქერიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და ეკონომიკური აღმავლობისთვის.

 

 

„საქართველო გახლავთ მოდელი დემოკრატიული ცვლილებებისა, კერძოდ კი საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით. ამ თემაზე ვისაუბრე ბატონ პრემიერთან, მოგვიანებით პრეზიდენტთან მექნება საუბარი, ხვალ კი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის შესახებ საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან.

 

 

8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო მეტი უსაფრთხოების სტაბილურობისა და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის.

 

 

ჩვენ საუბრისას ასევე ხაზი გავუსვით საარჩევნო გარემოს, რომელიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი“,-განაცხადა ჯონ ქერიმ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი