რუსთაველის მეტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს
31-01-2015, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთაველის მეტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფი დამნაშავეები დასაჯოს. მისივე თქმით, როდესაც მთავრობაში აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა თებერვლიდან დაიწყება, ეს ხალხის დაცინვაა.

 


"სააკაშვილი თავისუფლად დაიარება. ადეიშვილი არ დაუკავებიათ. კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდათ ქვეყნის მართვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ნულოვანი ტოლერანტობა "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ მათ კიდევ ერთხელ დაგვცინეს. იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს. ამას არ შევეგუებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 


აქციის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

 

მოგვიანებით აქციამ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. ირმა ინაშვილმა აქციის მონაწილეებს თავიანთი მოთხოვნები გააცნო, რაც გულისხმობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ასევე სამართლიანობის აღდგენის უსწრაფესად დაწყებას.

 


"ყველამ ნახოს რამდენი ვართ. ჩვენ მოვედით პარლამენტთან იმიტომ, რომ მთავრობას მივაწვდინოთ ხმა, დაინახონ, რამდენი უკმაყოფილო ადამიანია. ეს ის ხალხია, რომლებიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააზარალა, ხოლო ხელისუფლებამ მათ დასაცავად არაფერი გააკეთა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი