„რუსული ოკუპაციის, მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია“,-განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოთხოვნები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას ამ რეგიონში”, - განაცხადა კერიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.