საქართველო გახლავთ ძალზე ღირებული წვლილის შემტანი ნატო-ს ოპერაციებში, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას და ამას მაღალ შეფასებას აძლევს ნატო-ს ყველა წევრი, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეფასებით, დადგება ის დრო, როდესაც ნატო-საქართველოს კუთხით, საბოლოო ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს პოლიტიკას და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ განცხადებას და ჩვენ ჩიკაგოს, უელსის სამიტებზე მოკავშირეებთან ერთად, მხარს ვუჭერდით აღნიშნულ განცხადებას და იგივეს გავაკეთებთ ვარშავაშიც, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. დიახ, არსებობდა გარკვეული ხარვეზები, რამაც პროცესი გარკვეულწილად შეანელა, ეს ყველას კარგად ესმის, რომ ძალზე სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის, სირიის რეგიონებში - მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგევართ, ზოგიერთმა სახელმწიფომ პროგრესი დაუკავშირა ამ პროცესებს.
საქართველო დღესდღეობით ძალზედ მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატო-სი, საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს დღეს თუ რას მიაღწია ქვეყანამ და რას აკეთებს ახლა. საქართველო გახლავთ ძალზე ღირებული წვლილის შემტანი ნატო-ს ოპერაციებში. საქართველო წარმოდგენილი იქნება სამიტზე, ქვეყანა გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი არაწევრი შეარაღებული ძალების გამომყოფი ოპერაციებითვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას და ამას მაღალ შეფასებას აძლევს ნატო-ს ყველა წევრი. მე ალბათ, ნამდვილად არ დავარქმევდი ამას შეფერხების, იმედგაცრუების მომენტს, ამას მე ვუწოდებ განგრძობად პროცესს. ნამდვილად დადგება ის დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი" - აღნიშნა ჯონ ქერიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.