თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის ცნობით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება.
როგორც guardian.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა უპრეცედენტო პროექტი სოფელ ღვანკითის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, სოფელს წყალი არასდროს ჰქონია, გამომდინარე აქედან, პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის.
„ვიწყებთ ღვანკითის წყალმომარაგებაზე მუშაობას, ეს ძალიან კარგი პროექტია, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს. ეს არის სამწლიანი გარდამავალი პროექტი და ჯამში 5 მლნ ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება მიმდინარე წელს განსახორციელებელ სამუშაოებს, იგეგმება სათავე-ნაგებობის მშენებლობა და ცენტრალური მაგისტრალის ნახევარი მონაკვეთის გაკეთება მაინც - ამ ყველაფერზე 3 მლნ დაიხარჯება. მომდევნო ორ წელიწადში კი შიდა დაქსელვებს განვახორციელებთ“, - აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
თეიმურაზ ჯაფარიძის ცნობით, მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა დასრულდა, ნაწილის დასრულება კი მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ძირითადი პროექტები გზების რეაბილიტაცია იყო. უკვე დასრულდა ძევრი-ზედა სიმონეთის, ჩხარი-გოგნის, ტელეფა-ღვანკითის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უმნიშვნელო დეტალებია დარჩენილი ალისუბანი-სკანდე-მუჯირეთისა და ბარდუბანის ცენტრალური გზაზე, ეს სამუშაოებიც ამ კვირის ბოლომდე შესრულდება. მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზების აღდგენაზე რეგიონული განვითარების ფონდმა 3.5 მლნ ლარი დახარჯა. ამის გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ვაფინანსებთ ადმინისტრაციულ ცენტრში გარკვეულ პროექტებს, რომლებიც ძირითადად კეთილმოწყობით სამუშაოებს ითვალისწინებს. ამჟამად, თერჯოლაში, 5 საცხოვრებელი კორპუსის ეზოების კეთილმოწყობა ხორციელდება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ მიმდინარე წელს, შესაძლოა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყოს - იგეგმება საზანოს მთებში, სოფელ 26 მაისის გზის რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.