„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან გამართული შეხვედრისას, სადაც, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.