საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ორჯერ მეტ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს დაფინანსებით იმისთვის, რათა გაიღრმავოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში.
აღნიშნულით ჯეჯელავა "ფულბრაიტის"აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა. მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ მოაწერეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. განათლების მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. გაფორმდა მემორანდუმი „ფულბრაიტის“ სკოლასთან, ორმაგდება საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება. ფაქტობრივად ქართველ სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტებს, ორჯერ მეტ ადამიანს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ დაფინანსებით, იმისთვის, რათა გაიღრმაოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამ დრომდე დაახლოებით 6-8 სტუდენტი ფინანსდებოდა, მომავალში კი დაახლოებით 12-16 სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა პროფესიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.