გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საბერძნეთს საგარეო ვალი არ ჩამოეწერება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გერმანულ გამოცემა Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში განაცხადა. მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ სურს საბერძნეთი ევროპული თანამეგობრობის მუდმივ წევრად დარჩეს.
"ევროპა მომავალშიც სოლიდარობას გამოუცხადებს საბერძნეთსა და იმ სხვა ქვეყნებს, ვინც ძლიერ დაზარალდა კრიზისისგან, თუ რა თქმა უნდა, ისინი რეფორმებს განახორციელებენ", - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
საბერძნეთი საგარეო ვალების საკითხის განხილვას საერთაშორისო დონორებთან არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის ახალმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა. მისივე თქმით, ათენი ევროზონის ქვეყნებთან პირდაპირ დიალოგს აწარმოებს, რათა საბერძნეთს ვალების ნაწილი ჩამოეწეროს. მისივე თქმით, საგარეო ვალის დაფარვის პირობების განხილვას ახალი მთავრობა პირადად ევროკავშირის ლიდერებთან გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის დავალიანება საერთო ჯამში 323 მილიარდ ევროს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.