ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ადასტურებს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ორი დაკარგული მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება
06-07-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან ე.წ სასაზღვრო რაიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

 


სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში დავით სანაკოევმა სააგენტოს განუცხადა, რომ მომხდარის დეტალების გასარკვევად სამუშაოები მიმდინარეობს.

 


ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მცხოვრებლებმა მანამდე ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ განაცხადეს, რომელთა გვარებია ბესტაევი და მისი ცხინვალელი სტუმარი ბაგაევი.

 


„ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით „ცხელი ხაზით“ დავუკავშირდით ქართულ მხარეს. მათ დაადასტურეს, რომ ჩვენი მოქალაქეები მათთან არიან. მომხდარის დეტალები უცნობია - ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა სანაკოევმა.

 


თასოფლელების თქმით, ორი ადამიანი ოთხშაბათს გამთენიისას დაიკარგა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი