აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დღეს გაფორმებული მემორანდუმების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
06-07-2016, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დღეს გაფორმებული მემორანდუმების შესახებ ინფორმაციას  აქვეყნებს.

 

 

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს და ასევე,  ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

 

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის მიხედვით,  საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც 2009 წელს დაარსდა, ცდილობს გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის დემოკრატიისა და მმართველობის; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის; ხალხთაშორის და კულტურული ურთიერთგაცვლის მიმართულებებით.

 

 

ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და განავრცობს ორმხრივ თავდაცვით და უსაფრთხოებით თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიც არის: თავდაცვისუნარიანობის მშენებლობა, სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება.

 

 

ჯონ ქერიმ ასევე 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი პროგრამის შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განახორციელებს.  ეს პროგრამა განავითარებს ქართველი ბიზნესმენების უნარებს და სოფლების მცხოვრებთათვის შემოსავალს გააუმჯობესებს. ამ  პროგრამით ძირითადად ისარგებლებენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ისევე როგორც  აფხაზეთის და  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები.

 

 

მდივანმა ქერიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის შრომის დეპარტამენტიდან გამოიყოფა ერთი მილიონი აშშ დოლარი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამისთვის, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობას გააძლიეროს შრომითი კანონმდებლობა. ეს დაფინანსება დაემატება აშშ-ის მიერ უკვე გამოყოფილ ორ მილიონ დოლარს.

 

 

რაც შეეხება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის მემორანდუმს,  აშშ-ის მთავრობამ ამ პროგრამის ფარგლებში 3 სტუდენტი დააფინანსა 2016-ში, ახალი შეთანხმების თანახმად კი გაორმაგდება იმ ქართველი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ფულბრაიტის სტიპენდიით მიიღებენ განათლებას აშშ-ში“,-ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი