ქობულეთში ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მრავალფუნქციური სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები დასრულდა. დღეს სტადიონები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო და კალათბურთ-ფრენბურთის სტადიონები. პროექტის განხორციელებისთვის 462 190 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო მოედნები, მაყურებელთა ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები. კალათბურთ-ფრენბურთის მოედანზე ხელოვნური საფარი მოეწყო, ხოლო საფეხბურთო მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.