ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს დილით სასტუმრო ”რედისონში” ქართული ოპოზიციიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივანთან არჩევნების, დემოკრატიზაციის და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ისაუბრებს.
”შეერთებული შტატების მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მისი ევროატლანტიკური მომავლისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ამ თემას ჩვენ დავაყენებთ, მაგრამ ცხადია, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს - ეს არის საქართველოს დემოკრატიზაცია, შიდა პროცესები და არჩევნები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, საუბარი გვექნება მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. გუშინ ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
ქერისთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემაც.
”ყველა თემას შევეხებით, რომელიც დაკავშირებულია შიდა პოლიტიკურ რეფორმებსა და ვითარებასთან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. არის ნატო-ს ვარშავის სამიტის წინა დღეები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ინტეგრაციულ პროცესებში”, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც შეხვდება, რის შემდეგაც უკრაინაში გაემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.