რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა მისი განზრახვა გადადგომის შესახებ, თუკი ამას ხალხი მოისურვებს
07-07-2016, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა მისი განზრახვა გადადგომის შესახებ, თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ოთხშაბათს, 6 ივლისს, ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე აფხაზური "სპუტნიკი" ავრცელებს.

 


"ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი იმისათვის, რომ გაგვეერთიანებინა ხალხი, შეგვექმნა პირობები ნამდვილი გადაწყვეტილებისათვის სახელმწიფო მეთაურების ბედთან დაკავშირებით, მაგრამ ჩანს, რომ ეს საჭირო არ იყო. ახლა საკითხს სვამენ იმაზე, რომ საჭიროა რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი იქნება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ თქვენ, ყველანი ვინც აქ დგახართ და ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბა გადადგეს, მე ამას გავაკეთებ. მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, მე ბოლომდე ვიბრძოლებ ყველა იმ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ სახელმწიფოშია. ჩემს დაშინებას ვერავინ ვერ შეძლებს", – განაცხადა ხაჯიმბამ, რომელიც მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის ორგანიზატორები რეფერენდუმის ჩაშლას იმთავითვე გეგმავდნენ.

 


აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას განზრახული აქვს 10 ივლისს, პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, რეფერენდუმი ჩაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამის საწინააღმდეგოდ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ატარებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი