საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ნატო-ს ვარშავის სამიტს, რომელიც ხვალ იხსნება. მისი თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას და დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
”ასევე, ველოდებით იმ პროგრესის დადასტურებას , რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და ნატო-სთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით; ასევე, დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ალიანსში. ვარშავის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატო-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.