საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯონ ქერისთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი და რომელიც, უსუფაშვილის თქმით, "მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას".
”ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკის აღორძინების, დემოკრატიის განვითარების და ა.შ. მიმართულებით”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დაამატა, რომ შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც წელს საარჩევნო წელია, რაც სიმბოლური და მნიშვნელოვანია.
”მე ამერიკაში ვუსურვე „დემოკრატებს“ წარმატებები, მან საქართველოში „რესპუბლიკელებს“ გვისურვა წარმატებები. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას შეერთებული შტატებიდან მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც ყოველთვის იყო ეს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა შეხვედრაზე საუბარი მედიაში განვითარებულ მოვლენებს, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ჯონ ქერის მისთვის "რაიმე სხვა კონკრეტული საკითხი და თემა არ უთქვამს”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.