"თავისუფალი დემოკრატების" ლიერი, ირაკლი ალასანია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერისთან ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა საქართველო გახდეს რეალურად დემოკრატიული".
”ბუნებრივია, ჩვენთვის ყველასთვის მთავარი ამოცანა არის საქართველო გახდეს ძლიერი და დაცული, ამიტომ ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატო-ს სამიტზე და, რა თქმა უნდა, ნატო-ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში. ვისაუბრეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებასა და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მედიის მხარდამჭერი და რომ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია, ასევე როგორც განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ შეხვედრები, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა, ამ მიმართულებითაც გამოიღებს პოზიტიურ შედეგებს.
იყო საუბარი მედიის თავისუფლებაზე, კონკრეტულად ”რუსთავი 2”-ზე, ასევე მე წამოვწიე საკითხი სხვა მედიასაშუალებებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც, როდესაც ძალიან პოპულარული გადაცემები დაიხურა, ადამიანები კი გათავისუფლდნენ. ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომელიც მისახედია. მისგან (ჯონ კერისგან) იყო ერთადერთი ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლებისადმი, რომ მედიის თავისუფლება უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შეღწევა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას სასტუმრო ”რედისონში” შეხვდა. შეხვედრას ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” დალიდერები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.