ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ დღეს საქართველო დატოვა.
ჯონ ქერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, მისმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ გააცილეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა, საიდანაც პოლონეთში ჩავა ნატო-ს ვარშავის სამიტზე დასასწრებად.
ჯონ ქერი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა, სადაც ქვეყნებს შორის ორი მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.