მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განიხილება. პროგრამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. მისი განმარტებით, მთელ რიგ მაღალმთიან რეგიონებს მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებიათ.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, სწორედ ამ დასახლებებზე გავრცელდება აღნიშნული პროგრამა - საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე.
„ამ რაიონებში, ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება. პროგრამის ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.