ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქერის ვიზიტი საქართველოში "არის მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფობრიობისა და დამოუკიდებლობისა იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის". ბოკერიამ აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი.
”ჯონ ქერი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. მან ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერა ორივე მიმართულებებით ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იყო გზავნილი მთელი საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. ეს არის მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისა იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის. ეს არის მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, რომ ეს ორივე საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული და ეს გვესმის ჩვენ ყველას და ესმის ქართველ ხალხს”, - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით გავაძლიეროთ და ვიხსნათ ქვეყანა იმ საფრთხისგან, რომელსაც ივანიშვილი ქმნის.
”უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ერთად”, - აღნიშნა მან და დაამატა:
”შეხვედრაზეც ითქვა იგივე, რაც ითქვა საჯაროდ, რომ ეს არჩევნები არის ტესტი დემოკრატიისა და რომ, ის რაც ხდება მედიაში და კერძოდ, ამ შემთხვევაში, ”რუსთავი 2”-ში, არის ფუნდამენტი იმისა, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული. ეს სახელმწიფო მდივნის ან შეერთებული შტატების თავს მოხვეული პოზიცია კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს. ჩვენი ხალხის არჩევანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დასავლური დემოკრატია, თავისუფალი, სადაც ეკონომიკა მიდის წინ, ადამიანები ირჩევენ მთავრობას და აქვთ საშუალება, რომ საჯაროდ გამოხატონ აზრი თავისუფალი მედიის მეშვეობით და ამ შემთხვევაში ”რუსთავი 2” არის საკვანძო საკითხი".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ქართული ოპოზიციიდან დღესწ დილით სასტუმრო ”რედისონში” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.