საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და ვიზიტს წარმატებული უწოდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯონ ქერის ვიზიტს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.
„ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჯონ ქერის ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ იგი შედგა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის. ვიზიტის შედეგები არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმები. ხელი მოეწერა მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ქმნის პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის ასევე მემორანდუმი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას. მათ ექნებათ საშუალება აშშ-ში მიიღონ განათლება. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა“, რომელსაც USAID-ი დააფინანსებს. იგი ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზთან გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას!“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ დღეს საქართველო დატოვა. ის თბილისიდან კიევში გაემგზავრა, საიდანაც პოლონეთში ჩავა ნატო-ს ვარშავის სამიტზე დასასწრებად. ჯონ ქერი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა, სადაც ქვეყნებს შორის ორი მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.