საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ შეიმუშავა - პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
მისი განმარტებით, სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას.
„რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ექნება სხვა უწყებებსაც, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ. ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.