შსს-მ პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა
07-07-2016, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 15 მაისიდან პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძარცვის ბრალდებით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარ ც. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

 

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ც.-მ 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

 

 

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ნაძარცვი ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა.

 

 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ც.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

 

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

გამოძიება სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი